“პიტერ მადიარსა და „ტისას“ მკაფიო გამარჯვებას ვულოცავ - მოლდოვა მოუთმენლად ელის უნგრეთთან პარტნიორობის გაღრმავებას“ - მაია სანდუ - კვირის პალიტრა

“პიტერ მადიარსა და „ტისას“ მკაფიო გამარჯვებას ვულოცავ - მოლდოვა მოუთმენლად ელის უნგრეთთან პარტნიორობის გაღრმავებას“ - მაია სანდუ

პიტერ მადიარსა და პარტია „ტისას“ ამ მკაფიო გამარჯვებას ვულოცავ, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.

„მოლდოვა მოუთმენლად ელის უნგრეთთან პარტნიორობის გაღრმავებას, იმ მეგობრობის საფუძველზე, რომელიც ჩვენს ხალხებს აერთიანებს და ასევე, ერთად მუშაობას უფრო ძლიერი, ერთიანი და მტკიცე ევროპისთვის“, - წერს მაია სანდუ X-ზე.

შეგახსენებთ, უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ პიტერ მადიარის ოპოზიციური პარტია „ტისა“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩამოაყალიბებს. უნგრეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა.

“ინტერპრესნიუსი“