“რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტია და საგარეო პოლიტიკასთან საშინელი, მისი ძმა ლუი უფრო მომწონს - არ მინდა პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს - ლეო, როგორც პაპი გონს უნდა მოეგოს“ - დონალდ ტრამპი - კვირის პალიტრა

“რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტია და საგარეო პოლიტიკასთან საშინელი, მისი ძმა ლუი უფრო მომწონს - არ მინდა პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს - ლეო, როგორც პაპი გონს უნდა მოეგოს“ - დონალდ ტრამპი

რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტია და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საშინელია - არ მინდა პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს, - ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ის საუბრობს ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ „შიშზე“, მაგრამ არ ახსენებს იმ შიშს, რომელიც კათოლიკურ ეკლესიასა და სხვა ქრისტიანულ ორგანიზაციებს ჰქონდათ COVID-ის დროს, როდესაც მღვდლებს აკავებდნენ ღვთისმსახურებისთვის, მაშინაც კი როდესაც ათი და ოცი ფუტის დაშორებით იდგნენ. მისი ძმა ლუი უფრო მომწონს, რადგან ლუი ბოლომდე MAGA-ს მხარდამჭერია. მას ეს ესმის, ლეოს კი არა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, „არ სურს რომი პაპი, რომელიც თვლის, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ფლობა მისაღებია“.

„არ მინდა პაპი, რომელიც თვლის, რომ ამერიკის მიერ ვენესუელაზე თავდასხმა საშინელებაა. ქვეყანაზე, რომელიც აშშ-ში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების აგზავნიდა. არ მინდა პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს, რადგან მე ზუსტად იმას ვაკეთებ, რისთვისაც დიდი უპირატესობით ამირჩიეს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

განაგრძეთ კითხვა