“უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზად ვარ“ - რობერტ ფიცო - კვირის პალიტრა

“უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზად ვარ“ - რობერტ ფიცო

უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზად ვარ, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში წერს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერს, პიტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„სრული პატივისცემით, ვცნობ გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას და უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზად ვარ, რომელსაც არჩევნების შედეგს ვულოცავ“, - წერს ფიცო X-ზე.

მისი თქმით, „სლოვაკეთის მთავრობის მიზნები უცვლელი რჩება“.

განაგრძეთ კითხვა