ზღვა ხალხი, ქუჩებში გამართული საყოველთაო ზეიმი და ჩირაღდნები - რა ხდებოდა უნგრეთში არჩევნების შემდეგ
უნგრეთში 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტია “ტისამ“ გაიმარჯვა, რომელსაც პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს.
უბნების 97.35%-ის დათვლის შემდეგ, პეტერ მადიარის ცენტრისტულმა მემარჯვენე პარტიამ ხმების 53.6% და პარლამენტში 138 ადგილი მოიპოვა, მაშინ როცა ვიქტორ ორბანის “ფიდესი“ 37.8%-ით მხოლოდ 55 მანდატს დასჯერდა.


სულ არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობდა, თუმცა რეალური კონკურენტი ორია: ვიქტორ ორბანის “ფიდესი“, რომელიც ქვეყანას უკვე 16 წელია მართავს, და პეტერ მადიარის “ტისა“.