“გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ავტოკრატიული რეჟიმებიც სრულდებიან არჩევნების გზით - მოვუწოდებ ქართველ ხალხს, ბრძოლისკენ“ - გრიგოლ გეგელია - კვირის პალიტრა

“გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ავტოკრატიული რეჟიმებიც სრულდებიან არჩევნების გზით - მოვუწოდებ ქართველ ხალხს, ბრძოლისკენ“ - გრიგოლ გეგელია

გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ავტოკრატიული რეჟიმებიც სრულდებიან არჩევნების გზით. ვულოცავ უნგრელ ხალხს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქართველ ხალხს, ბრძოლისკენ. სულ მალე საქართველოშიც ვიზეიმებთ დამაჯერებელ გამარჯვებას კორუმპირებულ რუსულ რეჟიმზე!, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გეგელიას შეფასებით, ვიქტორ ორბანის მარცხი მოსკოვის მარცხია და მას მალე დომინოს პრინციპით მიჰყვება სლოვაკეთის, ჩეხეთისა სერბეთის ლიდერების მარცხი.

“ძლიერი საქართველოს” სახელით, ვულოცავ პეტერ მადიარს, სრულიად უნგრელ ერს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც 16 წლის განმავლობაში ელოდა დღეს, როდესაც დასრულდებოდა ორბანის რეჟიმი, ხოლო უნგრეთი დაუბრუნდებოდა თავისუფალი ევროპის წიაღს.

გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ავტოკრატიული რეჟიმებიც სრულდებიან არჩევნების გზით.

გუშინ უნგრელმა ერმა არჩევნებში ტრიუმფალურად დაასრულა რეჟიმი, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი, ნიჭიერი და გავლენიანი იყო ვიდრე ქოცური ოცნება.

განაგრძეთ კითხვა