“უნგრეთის არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია, როგორ გაება თავისსავე მახეში რეჟიმი - ორბანმა საარჩევნო სისტემა ძალაუფლების სტაბილურობის შესანარჩუნებლად შეიმუშავა და ადგებოდა კიდეც 15 წელი, მაგრამ საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა“ - ვახუშტი მენაბდე
გუშინ უნგრელმა ხალხმა ავტორიტარული რეჟიმი შეცვალა. ამ არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია იმისა, როგორ გაება თავისსავე დაგებულ მახეში რეჟიმი, - ამის შესახებ მის შესახებ მოძრაობა „სოციალ დემოკრატიისთვის“ წევრმა ვახუშტი მენაბდემ სოციალურ ქსელში დაწერა.
ვახუშტი მენაბდე „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტავს უნგრეთის საარჩევნო სისტემის „უცნაურობას“ და აღნიშნავს, რომ თავის დროზე ორბანმა საარჩევნო სისტემა საკუთარი ძალაუფლების სტაბილურობის შესანარჩუნებლად შეიმუშავა და ადგებოდა კიდეც 15 წელი, მაგრამ გუშინდელ არჩევნებში საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა.
„მთელი საღამო უნგრეთის საარჩევნო კომისიის ვებგვერდს ვადევნებდით თვალყურს. თან ისმოდა კითხვები უნგრეთის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს კითხვები ბუნებრივია, რადგან უნგრეთს მართლაც “უცნაური” საარჩევნო სისტემა აქვს. მაშ რაშია საქმე? რა ხდის მას ასე გაუგებარს?
უნგრეთის ეროვნული ასამბლეა ერთპალატიანი პარლამენტია. იგი შედგება 199 დეპუტატისგან, რომელთაგან 106 ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევა, ხოლო დარჩენილი 93 პროპორციულად 5%-იანი საარჩევნო ზღურბლით (ბლოკებისთვის უფრო მაღალი ბარიერია). ეს არის პირველი დიდი უპირატესობა მმართველი პარტიისთვის. მანდატების 53%-ზე მეტი მაჟორიტარული წესით ნაწილდება პირველივე ტურში - ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატი იმარჯვებს (თუნდაც ხმების 50+1-ზე ნაკლები მიიღოს).