"ტრამპს და პუტინს მოუწევთ საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის რადიკალურად გადახედვა, რადგან მათი “ტროას ცხენი” განადგურებულია" - გია ხუხაშვილი უნგრეთის არჩევნებზე - კვირის პალიტრა

"ტრამპს და პუტინს მოუწევთ საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის რადიკალურად გადახედვა, რადგან მათი “ტროას ცხენი” განადგურებულია" - გია ხუხაშვილი უნგრეთის არჩევნებზე

"უნგრეთის არჩევნები რეალურად უმნიშვნელოვანესი გლობალური ხასიათის მოვლენაა", - ამის შესახებ გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

" ახლა ტრამპსაც და პუტინსაც მოუწევთ მთელი საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის რადიკალურად გადახედვა, რადგან მათი “ტროას ცხენი” განადგურებულია. ნუ, კობახიძე რომ ბეწვზე დაეკიდა, ამას თქმაც აღარ უნდა.

P.S. როდესაც ტრამპის და პუტინის მიერ ორბანის მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ამას შეთანხმებულად აკეთებდნენ. სინამდვილეში, ორივე იყენებდა მას ევროპაზე ზეწოლისთვის, მაგრამ მათი მიზნები განსხვავებული, შეიძლება ითქვას, ურთიერთგამომრიცხავი იყო", - წერს ხუხაშვილი.