"მზად ვართ უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთობების დასამყარებლად - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ესმით მათ თავიანთი ეროვნული ინტერესები" - რას აცხადებს სერგეი ლავროვი? - კვირის პალიტრა

"მზად ვართ უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთობების დასამყარებლად - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ესმით მათ თავიანთი ეროვნული ინტერესები" - რას აცხადებს სერგეი ლავროვი?

რუსეთი მზადაა, ურთიერთობები დაამყაროს უნგრეთის მთავრობასთან, რომელიც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ესმის ახალ მთავრობას უნგრეთის ეროვნული ინტერესები, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"მზად ვართ ახალ მთავრობასთან ურთიერთობების დასამყარებლად; ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ესმის ამ მთავრობას თავისი ეროვნული ინტერესები“, - აღნიშნა ლავროვმა.

მან ხაზგასმით განაცხადა, რომ მოსკოვი კონკრეტულ საქმეებს განიხილავს და მზადაა ნებისმიერ ქვეყანასთან თანასწორი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები დაამყაროს ინტერესთა ბალანსის პოვნის საფუძველზე.

"ინტერპრესნიუსი"