"ისტორიაში პირველად, უკრაინას რუსული დარტყმებისგან თავის დასაცავად შეიარაღების საკმარისი დონე გააჩნია" - ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირის პალიტრა

"ისტორიაში პირველად, უკრაინას რუსული დარტყმებისგან თავის დასაცავად შეიარაღების საკმარისი დონე გააჩნია" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ისტორიაში პირველად, უკრაინას რუსული დარტყმებისგან თავის დასაცავად შეიარაღების საკმარისი დონე გააჩნია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მუშაკთა დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა სახმელეთო რობოტიზებულ და ელექტრონული ომის სისტემებს ავითარებს.

ასევე, მისი თქმით, უკრაინულმა დრონებმა ომის წარმოებასთან დაკავშირებული მიდგომები შეცვალეს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა