"ირანმა აშშ-ს ურანის გამდიდრების 5 წლით შეჩერება შესთავაზა...ტრამპმა უარი განაცხადა" - New York Times
ირანმა აშშ-ს ურანის გამდიდრების 5 წლით შეჩერება შესთავაზა, - ინფორმაციას გამოცემა New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შაბათ-კვირას პაკისტანში გამართული მოლაპარაკებების დროს აშშ-ისა და ირანის დელეგაციებმა ურანის გამდიდრების საკითხი განიხილეს, თუმცა მხარეები შეთანხმების მიღწევისგან შორს არიან.
წყაროების განცხადებით, ორშაბათს ირანმა აშშ-ს ოფიციალური წინადადება გადასცა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის ურანის გამდიდრების შეჩერებას მხოლოდ 5 წლით დათანხმდება.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ ირანის წინადადებაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა.
"ინტერპრესნიუსი"