პოლონეთის პოლიცია აქვეყნებს ქართველი მამაკაცის ფოტოს, რომელიც 5 თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზეა ძებნილი - ცნობილია ბავშვის ქართველი დედის ვინაობაც: დეტალები - კვირის პალიტრა

პოლონეთის პოლიცია აქვეყნებს ქართველი მამაკაცის ფოტოს, რომელიც 5 თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზეა ძებნილი - ცნობილია ბავშვის ქართველი დედის ვინაობაც: დეტალები

პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ პოზ­ნა­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, 48 წლის ნაზ­გუ­რი ქავ­თა­რაშ­ვი­ლის მი­მართ ძებ­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და. მას ბრა­ლად ედე­ბა სა­კუ­თა­რი 5 თვის შვი­ლის, მუ­ჰა­მე­დის სი­ცო­ცხლის­თვის საფრ­თხის შექ­მნა და დახ­მა­რე­ბის გა­უ­წევ­ლო­ბა. საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს ბავ­შვის დე­დაც, თა­მარ კ., რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

"ბავ­შვი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იტან­ჯე­ბო­და" - ექი­მე­ბის ჩვე­ნე­ბა

ტრა­გე­დია 2 აპ­რილს და­ი­წყო, რო­დე­საც ბავ­შვის დე­დამ, თა­მარ კ.-მ და მის­მა ნაც­ნობ­მა, ალექ­სან­დრე ც.-მ, ჩვი­ლი პოზ­ნა­ნის პე­დი­ატ­რი­ულ ცენ­ტრში მი­იყ­ვა­ნეს. დედა ექი­მებს უმ­ტკი­ცებ­და, რომ ბავ­შვი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცუ­დად გახ­და და კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და რა­ი­მე სა­ხის ტრავ­მას.

თუმ­ცა, პირ­ვე­ლი­ვე დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის­თა­ნა­ვე მე­დი­კო­სე­ბის­თვის ნა­თე­ლი გახ­და, რომ საქ­მე სას­ტიკ ძა­ლა­დო­ბას­თან ჰქონ­დათ. გა­მოკ­ვლე­ვამ აჩ­ვე­ნა:

  • თა­ვის ქა­ლის მო­ტე­ხი­ლო­ბა;
  • ტვი­ნის ქრო­ნი­კუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი;
  • სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი ძვე­ლი და ახა­ლი ტრავ­მე­ბი.

ექი­მე­ბის დას­კვნა ცალ­სა­ხაა: ეს არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვი­თი და­ცე­მა. ბავ­შვი სის­ტე­მა­ტუ­რი, მრა­ვალ­დღი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რი წა­მე­ბის მსხვერ­პლი იყო. "და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­უ­თი­თებს ჩვი­ლის ინ­ტენ­სი­ურ შენ­ჯღ­რე­ვა­ზე (ე.წ. შენ­ჯღ­რე­უ­ლი ბავ­შვის სინ­დრო­მი) და თა­ვის დარ­ტყმა­ზე მყარ საგ­ნებ­ზე ან ია­ტაკ­ზე", - აცხა­დებს პრო­კუ­რა­ტუ­რა.

განაგრძეთ კითხვა