“კანს ვუვლი რუტინულად, არასდროს ვირუჯები... ცხვირი გამიტყდა და ორჯერ გავიკეთე..." - ნანკა კალატოზიშვილი თავის მოვლაზე
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ექიმ კოტე მათითაშვილის პოდკასტში "კოტ-კასტი" საუბრობს თავის მოვლაზე, ვეგეტარიანელობაზე, დიეტებზე, ვარჯიშზე და ა.შ., იმაზე, თუ როგორ ინარჩუნებს კანს და სხეულს ლამაზად და ჯანსაღად 46 წლის ასაკში.
ნანკას თქმით, ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო ჭირს ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა, ამიტომ გადაწყვიტა, 6-ის მერე აღარ ჭამოს და ამოიღო ცომი და ტკბილი მენიუდან. ერთადერთი, რითაც "ინებივრებს" თავს, ნაყინია. ამასთან ერთად, ნანკა წლებია არ მიირთმევს არანაირ ხორცს:
- ხორცს არ ვჭამ, ექვს წლის მერე არ მიჭამია.მეზიზღებოდა მთელი ბავშვობა და მერე ერთი შემთხვევაც დაემატა: მყავდა მეუფე დანიელი, ნათლიაჩემი და პატარა რომ ვიყავი, მაჩუქა პატარა ვაცი, რომელიც ძალიან საყვარელი იყო და ძაღლის სახლში ცხოვრობდა, 'სოსკით" ვაჭმევდით. ერთ მშვენიერ დღეს სახლში რომ დავბრუნდი, ბიძაჩემმა დამახვედრა გატყავებული, მეგობარი... სურათებიც მაქვს ამ ჩემს საყვარელ არსებასთან... ბევრი კითხვა გააჩინა ბავშვობიდანვე ამ ყველაფერმა... შეეძლო სადმე წაეყვანა და ეთქვა, რომ დედასთან წავიყვანე, მაგრამ არ ქნა. ამ შემთხვევის მერე ოჯახში უკვე არ მაძალებდნენ ხორცის ჭამას, როგორც აქამდე.