"მადიარის საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მისასალმებელია - ოპტიმიზმით ველოდებით ურთიერთობების იგივე ნიშნულზე გაგრძელებას, რაც ორბანის პირობებში იყო" - ლევან მაჭავარიანი - კვირის პალიტრა

"მადიარის საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მისასალმებელია - ოპტიმიზმით ველოდებით ურთიერთობების იგივე ნიშნულზე გაგრძელებას, რაც ორბანის პირობებში იყო" - ლევან მაჭავარიანი

მისასალმებელია ბატონი მადიარის საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება - ჩვენ ოპტიმიზმით ველოდებით ამ ურთიერთობების იგივე ნიშნულზე გაგრძელებას, რაც ბატონი ორბანის პირობებში იყო , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან პარტია "ტისას" ლიდერს, პიტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

"რა თქმა უნდა, ბატონ მადიარის გამარჯვებას მივულოცავთ. ეს არის უნგრელი ხალხის გადაწყვეტილება და ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ. ბატონ ორბანზე შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად მადლიერები ვართ მისი და მისი ხელისუფლების იმ პარტნიორობისთვის, რაც მათ საქართველოს წლების განმავლობაში აღუთქვეს. ვიმედოვნებთ, რომ ანალოგიური ურთიერთობა გაგრძელდება ახალ ხელისუფლებასთან. ჩვენ მოვისმინეთ ბატონო მადიარის პირველი კომენტარი. მან საქართველოსთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ჩვენ ოპტიმიზმით ველოდებით ამ ურთიერთობების იგივე ნიშნულზე გაგრძელებას, რაც ბატონი ორბანის პირობებში იყო," - განაცხადა მაჭავარიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა