"აკაცუკებს“ ტყუილად გიხარიათ - მშვენიერი, ჯიგარი ბიჭია ესეც" - ირაკლი ზარქუა პიტერ მადიარზე - კვირის პალიტრა

"აკაცუკებს“ ტყუილად გიხარიათ - მშვენიერი, ჯიგარი ბიჭია ესეც" - ირაკლი ზარქუა პიტერ მადიარზე

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი პიტერ მადიარი „მშვენიერი, ჯიგარი ბიჭია“.

კერძოდ, მან უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს და როგორ წარმოუდგენია „ქართულ ოცნებას“ უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა.

„ამ „აკაცუკებს“ ტყუილად გიხარიათ. რეალურად, მშვენიერი, ჯიგარი ბიჭია ესეც,“ - განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ოპოზიციური პარტია „ტისამ“ გაიმარჯვა. ის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩამოაყალიბებს.

"ინტერპრესნიუსი"