თურქეთის ერთ-ერთი სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა - თავდამსხმელი ყოფილი მოსწავლეა - კვირის პალიტრა

თურქეთის ერთ-ერთი სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა - თავდამსხმელი ყოფილი მოსწავლეა

თურქეთის ერთ-ერთი სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას გამოცემა Haber Turk-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდასხმა შანლიურფის პროვინციის სივერეკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მოხდა.

შანლიურფის გუბერნატორის, ჰასან სილდაკის ცნობით, თავდამსხმელი ყოფილი მოსწავლეა.

გუბერნატორის განცხადებით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა, როდესაც პოლიცია მის დაკავებას ცდილობდა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა