"გუშინ არასასიამოვნო ფაქტი მოხდა... “ - მარიამ შარმანაშვილის ვიდეომიმართვა - კვირის პალიტრა

"გუშინ არასასიამოვნო ფაქტი მოხდა... “ - მარიამ შარმანაშვილის ვიდეომიმართვა

ინფლუენსერი და ზუმბას სპეციალისტი მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და ამბობს, რომ მისი მეუღლე, კარლო პონტი, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, თაღლითობის მსხვერპლი გახდა. მარიამის თქმით, მის მეუღლეს ტაქსის მძღოლმა იმაზე გაცილებით დიდი თანხა გამოართვა, ვიდრე უნდა გადაეხადა:

- ახლა ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხო. გუშინ არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. როდესაც კარლო საქართველოში ჩამოვიდა, ტაქსისტმა, რა დისტანციაზეც ჩემთვის, მაქსიმუმ, 80-100 ლარი გამოურთმევიათ, კარლოს 100 დოლარი გამოართვეს. მინდა მივმართო იმ ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც უცხოელებთან აქვთ შეხება - ძალიან მაგრად "ტეხავს", როდესაც გგონიათ, რომ უცხოელებმა ან ტარიფი არ იციან ან მოატყუებთ და ეს ჩვეულებრივ ამბად ჩაივლის. ამჯერად ამ ადამიანის ნომრებს არ ვასაჯაროებ, მაგრამ სამომავლოდ თუ მსგავსი შემთხვევა განმეორდება, აუცილებლად გავასაჯაროებ. ეს იყოს გაფრთხილება.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო