კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია - "პსჟ"-მ "ლივერპული" დაამარცხა (ვიდეო) - კვირის პალიტრა

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია - "პსჟ"-მ "ლივერპული" დაამარცხა (ვიდეო)

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის სა­პა­სუ­ხო მე­ო­თხე­დფი­ნა­ლურ მატჩში "ლი­ვერ­პულ­მა" პსჟ-ს უმას­პინ­ძლა. მატ­ჩი ან­გა­რი­შით 0:2 დამ­თავ­რდა, შე­სა­ბა­მი­სად, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია და პსჟ ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში არი­ან.

გუნ­დე­ბი ასე­თი ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბე­ბით გა­ვიდ­ნენ მო­ე­დან­ზე:

"ლი­ვერ­პუ­ლი: "მა­მარ­დაშ­ვი­ლი, ფრიმ­პონ­გი, კო­ნა­ტე, ვან დე­ი­კი, კერ­კე­ზი, გრა­ვენ­ბერ­ხი, მაკ ალის­ტე­რი, სო­ბოს­ლაი, ვირ­ცი, ისა­კი, ეკი­ტი­კე.პსჟ: სა­ფო­ნო­ვი, ჰა­კი­მი, მარ­კი­ნი­ო­სი, პაჩო, მენ­დე­ში, ვი­ტი­ნია, ნე­ვე­ში, ზაირ-ემე­რი, დუე, კვა­რა­ცხე­ლია, დემ­ბე­ლე.

შეხ­ვედ­რა "ენ­ფილ­დზე" თბი­ლი­სის დრო­ით 23:00 სა­ათ­ზე გარ­და­მა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით და­ი­წყო. პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ზე მო­უ­წია გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილს თა­მაშ­ში ჩარ­თვა, მა­ლე­ვე პსჟ-ს მე­კა­რის სა­ფო­ნო­ვის ჯე­რიც დად­გა...

ლი­ვერ­პულ­ში საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი წვი­მა იყო, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად ხელს უშ­ლი­და ფეხ­ბურ­თე­ლებს.

32-ე წუთ­ზე "ლი­ვერ­პულ­ში" იძუ­ლე­ბი­თი ცვლი­ლე­ბა მოხ­და - ეკი­ტი­კე ტრავ­მის მი­ღე­ბის გამო მუ­ჰა­მედ სა­ლაჰ­მა შეც­ვა­ლა.

მის მო­ე­დან­ზე შეს­ვლას მოჰ­ყვა უმწვა­ვე­სი შე­ტე­ვა პსჟ-ს კარ­თან, რო­მე­ლიც მა­მარ­დაშ­ვი­ლის მიერ მე­ტო­ქის სა­ჯა­რი­მოს­კენ გას­რო­ლი­ლი ბურ­თით და­ი­წყო, თავ­დას­ხმის ერთ-ერთი შე­მოქ­მე­დი სწო­რედ სა­ლა­ჰი იყო, თუმ­ცა ჯერ სა­ფო­ნოვ­მა, შემ­დეგ კი მარ­კი­ნი­ოს­მა პა­რი­ზე­ლე­ბი გოლს გა­და­არ­ჩი­ნეს.

37-ე წუთ­ზე უკვე ლუის ენ­რი­კეს მო­უ­წია ფეხ­ბურ­თე­ლის იძუ­ლე­ბი­თი შეც­ვლა - ამ­ჯე­რად ნუნო გო­მეშ­მა მი­ი­ღო ტრამ­ვა და პსჟ-ს რი­გებ­ში მო­ე­დან­ზე ლუ­კას ერ­ნან­დე­სი შე­ვი­და.

თუმ­ცა არ­სე­ბი­თი გარ­და­ტე­ხა მატჩში არ ყო­ფი­ლა. პირ­ვე­ლი ტა­იმ­ში უგო­ლო ფრე და­ფიქ­სირ­და.

მე­ო­რე ტა­ი­მი "ლი­ვერ­პუ­ლის" შე­ტე­ვე­ბით და­ი­წყო - პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ზე გოლს პსჟ მე­კა­რემ გა­და­არ­ჩი­ნა.

მა­ლე­ვე ლუის ენ­რი­კეს კი­დევ ერთი იძუ­ლე­ბი­თი ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­უ­წია - ამ­ჯე­რად ტრავ­მა დე­ზი­რე დუემ მი­ი­ღო, ის ბარ­კა­ლამ შეც­ვა­ლა.

"ლი­ვერ­პულ­მა" უკი­დუ­რე­სად გა­ამ­წვა­ვა თა­მა­ში - რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო დარ­ტყმა მო­ა­ხერ­ხეს, თუმ­ცა მათ დარ­ტყმებს სი­ზუს­ტე აკ­ლდა.

65-ე წუთ­ზე პსჟ-ს სა­ჯა­რი­მო­ში მაკ ალის­ტე­რი და­ე­ცა, მსაჯ­მა პა­რი­ზელ­თა მხრი­დან დარ­ღვე­ვა და­ა­ფიქ­სი­რა და თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნის და­ნიშ­ვნა და­ა­პი­რა, თუმ­ცა ვარ­ზე გა­და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ გა­და­ი­ფიქ­რა.

ამის შემ­დე­გაც "ლი­ვერ­პუ­ლის" შე­ტე­ვე­ბი გაგ­რძელ­და, პსჟ მთე­ლი გუნ­დით თავს იცავ­და.

70-ე წუთ­ზე პსჟ ისევ სა­ფო­ნოვ­მა გა­და­არ­ჩი­ნა.

72-ე წუთ­ზე კი პსჟ-მ გა­მო­ა­ჩი­ნა თა­ვი­სი ბრჭყა­ლე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მე­ო­რე ტა­იმ­ში პა­რი­ზელ­თა პირ­ვე­ლი­ვე დარ­ტყმა კა­რის­კენ გო­ლით დას­რულ­და. ბურ­თი "მა­მარ­დას" დემ­ბე­ლემ "კვა­რას" პა­სის შემ­დეგ გა­უ­ტა­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, გი­ორ­გი შო­რე­ულ კუ­თხე­ში დარ­ტყმულ ბურთს ვერ მის­წვდა.

90-ე წუთ­ზე "ენ­ფილ­დი" სა­ბო­ლო­ოდ და­ა­დუ­მა დემ­ბე­ლემ, რო­მელ­მაც მე­ო­რე გოლი გა­უ­ტა­ნა "ლი­ვერ­პულს". ამ გოლ­შიც თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა კვა­რა­ცხე­ლი­ამ - შე­ტე­ვა სწო­რედ მან წა­მო­ი­წყო - მისი პასი ბარ­კა­ლამ მი­ი­ღო, რო­მელ­მაც ბურ­თი დემ­ბე­ლეს მი­ა­წო­და, მან კი უზა­დოდ და­არ­ტყა.

მატ­ჩი ან­გა­რი­შით 0:2 დას­რულ­და, ორი მატ­ჩის ჯამ­ში კი პსჟ-მ "ლი­ვერ­პუ­ლი" 4:0 და­ა­მარ­ცხა და ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­ვი­და.