"რითაც მადიარმა უნგრეთში არჩევნები მოიგო, 9 ოპოზიციური პარტიის სტრატეგიულ შეთანხმებაში უკვე გავწერეთ" - თამარ ჩერგოლეიშვილი
რითაც მადიარმა უნგრეთში არჩევნები მოიგო, ჩვენ უკვე გავწერეთ ცხრა ოპოზიციური პარტიის სტრატეგიულ შეთანხმებაში. ამ ქვეყანაში არჩევნებით აუცილებლად აირჩევა ახალი ხელისუფლება, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებას არჩევნებამდე დავამარცხებთ და არჩევნებამდე მოვიპოვებთ დიდ უპირატესობას, რომელსაც რეჟიმი ვერ გააყალბებს არჩევნებზე , - ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, არჩევნებზე დიდი უპირატესობის მოპოვებას ამომრჩევლის კრიტიკული უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც ოპოზიციას ნდობას გამოუცხადებს.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განმარტა, ნდობა ამომრჩეველში მას შემდეგ გაჩნდება, როცა ოპოზიცია თემებზე გაამახვილებს ყურადღებას, რაც საზოგადოებას აწუხებს.
“უნგრეთში მომხდარი ცვლილება, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის არის კარგი და ჩვენთვის, “ფედერალისტებისთვის” განსაკუთრებით სასიხარულოა ეს გამარჯვება, რადგან, რასაც მრავალი წელია ვამტკიცებთ და რისთვისაც პირადად მომიძულა პოლიტიკურმა “ბაბლმა”, ზუსტად ეს იყო - ჩვენ ვიძახდით, რომ უბრალო უმრავლესობით ავტოკრატიაში არჩევნებს ვერ იგებ, იმისთვის, რომ ავტოკრატიაში არჩევნები მოიგო და შემდეგ ეს მოგებული ხმები დაიცვა, გჭირდება არა უბრალოდ რამდენიმე პროცენტიანი უმრავლესობა, არამედ ორჯერ დიდი უმრავლესობა იმიტომ, რომ უნგრეთი მაინც დემოკრატიული ქვეყანაა ასე თუ ისე და ჩვენთან ჩამოყალიბებული ავტოკრატიული სისტემაა.