“„ნაცმოძრაობა“ დღე და ღამესავით განსხვავდება მადიარის პარტიისგან, უნგრეთის მაგალითი აქ მოსაყვანიც არაა - „ქართულ ოცნებას“ თუ მოუწევს ჩანაცვლება, ჩანაცვლდება ისევ ეროვნული ძალებით“ - გურამ მაჭარაშვილი
„ნაცმოძრაობა“ დღე და ღამესავით განსხვავდება მადიარის პარტიისგან, უნგრეთის მაგალითი აქ მოსაყვანიც არაა - „ქართულ ოცნებას“ თუ მოუწევს ჩანაცვლება, აუცილებლად ჩანაცვლდება ისევ ეროვნული ძალებით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არც „ნაცმოძრაობა“ და არც „მისი პარტიები“ არ ჩაანაცვლებენ.
„თქვენ თუ გულისხმობთ „ნაცმოძრაობას“ და მის დანაწევრებულ პარტიებს, მათ არანაირი სცენარი და გეგმა არ გააჩნიათ. ამას თავადაც ამბობენ. ვერც რევოლუციას აწყობენ და ვერც არჩევნებში იმარჯვებენ, იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. თავად აღიარებენ, რომ ეს ხალხი დგას იმ ნარატივზე, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია, მიუხედავად პოლიტიკური მხარდაჭერისა. უნგრეთის მაგალითი აქ მოსაყვანიც არაა. საერთოდ, ბატონი მადიარის პოლიტიკური მრწამსი 2-3 წლის წინ, ზუსტად იყო ერთი ერთში ის, რაც ჰქონდა ორბანს და ახლაც დარჩა ერთი ერთში. უბრალოდ იქ იყო პოლიტიკური დაპირისპირება და უნგრელმა საზოგადოებამ ისევ კონსერვატორული ძალა აირჩია, ოღონდ უფრო სხვა მიმართულებით.