“წარმოუდგენელია, ივანიშვილის მთავრობა როგორ ექცევა მოსახლეობის გაღარიბებულ ბიუჯეტს - მილიონ ნახევარს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს“ - ირაკლი კუპრაძე - კვირის პალიტრა

“წარმოუდგენელია, ივანიშვილის მთავრობა როგორ ექცევა მოსახლეობის გაღარიბებულ ბიუჯეტს - მილიონ ნახევარს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს“ - ირაკლი კუპრაძე

მილიონ ნახევარი ლარი გახდება საჯიჯგნი თანხა სხვადასხვა კორუფციული ინტერესისთვის „ქართული ოცნების“ პირობებში მაშინ, როდესაც ისინი აცხადებენ პირდაპირი შესყიდვის პროექტს და ტენდერს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ნამდვილად წარმოუდგენელია ივანიშვილის მთავრობა როგორ ექცევა საქართველოს მოსახლეობის გაღარიბებულ ბიუჯეტს, სადაც ხელფასები დაბალია, პენსიები დაბალია და მილიონ ნახევარს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. ყოველ წელს ერთი და იმავე დღეს აღინიშნება პოლიციის დღე, ეს არ არის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც არის მოძრავი. ერთი კონკრეტული დღეა, რომელსაც ელემენტარული გონიერება სჭირდება იმისთვის, რომ როცა ჩატარდება 2025 წელს, დაიწყო უკვე მზადება და არ დაგჭირდეს პირდაპირი შესყიდვის წესის გამოყენება, რომელიც არის კორუფციულო რისკი...“

განაგრძეთ კითხვა