"უსაფრდება გიგა ავალიანს, ცდილობს მსხვერპლის პიროვნების შესწავლას, მისი გადაადგილების და სამუშაო გრაფიკის დადგენას" - გიგა ავალიანის საქმის პროკურორი - კვირის პალიტრა

"უსაფრდება გიგა ავალიანს, ცდილობს მსხვერპლის პიროვნების შესწავლას, მისი გადაადგილების და სამუშაო გრაფიკის დადგენას" - გიგა ავალიანის საქმის პროკურორი

არსებობს გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულებს, ალექსანდრე გაბაშვილსა და ანი ნასყიდაშვილს შორის მიმოწერა. ის იმდენად ვრცელია და შინაარსიანი, რომ ცალსახად დგინდება, როგორ საუბრობენ მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაცვის მხარის მტკიცება, რომ ნასყიდაშვილმა მომავალ თავდასხმაზე არაფერი იცოდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლების უსაფუძვლო მცდელობაა.

ამასთან, აღნიშნა, რომ დღეს სასამართლოს წინაშე მოწმეები დაიკითხებიან.

„ანი ნასყიდაშვილთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეში მოიძებნება ისეთი უტყუარი მტკიცებულებები, როგორიც არის ალექსანდრე გაბაშვილსა და ანი ნასყიდაშვილს შორის არსებული მიმოწერა. მიმოწერა იმდენად ვრცელია და შინაარსიანი, რომ ცალსახად დგინდება, როგორ საუბრობენ მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალდებულები. დაცვის მხარის მართლება, რომ ნასყიდაშვილმა მომავალ თავდასხმაზე არაფერი იცოდა, უსაფუძვლო მცდელობაა, რათა გაამართლოს თავისი დაცვის ქვეშ მყოფი.

დემეტრე ჩიქოვანს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ვედავებით გიგა ავალიანზე თავდასხმის მომზადებაში.

აღნიშნულ დანაშაულს ადასტურებს დემეტრე ჩიქოვანსა და სხვა ბრალდებულთა, სხვა მოწმეებთან არსებული მიმოწერა, საიდან დგინდება, როგორ ცდილობს დემეტრე ჩიქოვანი თანამზრახველები შემოუკრიბოს ალექსანდრე გაბაშვილს, როგორ სთხოვს მეორე ბრალდებულს, გიორგი რიკაძეს გაყვეს თემქაზე, ადგილზე, სადაც დანაშაულის ჩადენა მოხდა.

განაგრძეთ კითხვა