"დედა ვიპოვე!“ - 22 წლის კვიპროსელი ბიჭის მიერ ბიოლოგიური მშობლების 5-წლიანი ძიება საქართველოში სასწაულით დასრულდა: რა ხდება ცნობილი?
ქართული სამშობიაროების სკანდალური წარსული, გაყიდული ბავშვები და ათწლეულების განმავლობაში ნაგროვები ტკივილი - ეს ის მახინჯი რეალობაა, რომლის მსხვერპლიც 22 წლის კვიპროსელი სტუდენტი, პანოტის სორუკლეც გახდა. ორი დღის წინ, ხუთწლიანი რთული და ემოციური ძიების შემდეგ, მან საკუთარი ბიოლოგიური მშობლები იპოვა.
გაყიდული ჩვილი და გაყალბებული საბუთებიპანოტისის ისტორია კვიპროსზე დაიწყო, სადაც ის მოსიყვარულე ოჯახში გაიზარდა. მშობლებმა ადრეულ ასაკშივე უთხრეს, რომ ნაშვილები იყო.

"ყველა დოკუმენტი გაყალბებული იყო. ბიოლოგიური მშობლების სახელები, გვარები, პირადი ნომრები - სისტემაში მსგავსი ადამიანები საერთოდ არ არსებობდნენ", - ამბობდა პანოტისი ძიების პროცესში.
გზა სამეგრელომდე და დნმ ტესტების სერია პანოტისის ძიების გზა საქართველოში ორგანიზაციასთან "ვეძებ“ ერთად დაიწყო და შემდეგ კი მაია ცქვიტაიასთან და ჯგუფთან "ვინ ვარ“ გაგრძელდა. ისინი წლების განმავლობაში დადიოდნენ დასავლეთ საქართველოში, აგროვებდნენ დნმ-ის ნიმუშებს სავარაუდო ნათესავებისგან და იკვლევდნენ არქივებს.