"პრეზიდენტი პარლამენტის პირველ სხდომაზე მთხოვს, რომ პრემიერ-მინისტრი გავხდე და ახალი მთავრობა შევქმნა" - პეტერ მადიარი
პეტერ მადიარი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერის, პეტერ მადიარის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა აცნობა, რომ მთავრობის ფორმირებას ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე სთხოვს.
„პრეზიდენტმა მაცნობა, რომ ახალი მთავრობის ფორმირებას მე დამავალებს. ის პარლამენტის პირველ სხდომაზე მთხოვს, რომ პრემიერ-მინისტრი გავხდე და ახალი მთავრობა შევქმნა, როგორც პარტიის ლიდერმა, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა“, - განუცხადა მადიარმა ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
ასევე, მადიარმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „შუიოკი არ იმსახურებს იმას, რომ უნგრელი ხალხის ერთობას წარმოადგენდეს“.
"ინტერპრესნიუსი"