ემიგრანტმა საქართველოდან ფრანგულ "Voice“-ში ნამდვილი ფურორი მოახდინა -ატირებული ლარა ფაბიანი და დუეტი ბოლნისში დაბადებულ ბიჭთან (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ემიგრანტმა საქართველოდან ფრანგულ "Voice“-ში ნამდვილი ფურორი მოახდინა -ატირებული ლარა ფაბიანი და დუეტი ბოლნისში დაბადებულ ბიჭთან (ვიდეო)

საფ­რან­გე­თის მეგა პო­პუ­ლა­რულ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში "The Voice“, 11 აპ­რი­ლის ღა­მეს ნამ­დვი­ლი სენ­სა­ცია მოხ­და. სცე­ნა­ზე გა­მო­ვი­და 38 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც სერჟ ლა­მას სა­კულ­ტო ჰი­ტით "Je suis malade“ არა მხო­ლოდ ჟი­უ­რის ოთხი­ვე წევ­რი შე­მო­აბ­რუ­ნა, არა­მედ ლე­გენ­და­რუ­ლი ლარა ფა­ბი­ა­ნი აა­ტი­რა და მას­თან ერ­თად დუ­ე­ტიც შე­ას­რუ­ლა. თუმ­ცა, ამ ბრწყინ­ვა­ლე არ­ტის­ტის მიღ­მა იმა­ლე­ბა დიდი ტკი­ვი­ლით, ემიგ­რა­ცი­ი­თა და სამ­შობ­ლოს მო­ნატ­რე­ბით სავ­სე ის­ტო­რია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა.

ომს გა­მოქ­ცე­უ­ლი ბავ­შვო­ბა და მუ­სი­კით ნა­პოვ­ნი ხმა

ვლა­დი­მირ კორ­ნე­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბოლ­ნის­ში 1987 წელს ქარ­თულ-რუ­სულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მისი ბავ­შვო­ბა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მო­ქა­ლა­ქო ომს და­ემ­თხვა. მა­მამ, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნე­თის ომში მძი­მედ იყო დაჭ­რი­ლი, ვე­ღარ შეძ­ლო უმ­ძი­მეს სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებ­თან გამ­კლა­ვე­ბა და ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, პო­ლი­ტი­კუ­რი ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სით გერ­მა­ნი­ა­ში გაქ­ცე­უ­ლი­ყო. იმ­ჟა­მად ვლა­დი­მი­რი სულ 5 წლის იყო.

"იმ დროს ლა­პა­რა­კი არ შე­მეძ­ლო, რად­გან ენა­ბორ­ძი­კო­ბა მქონ­და. პი­ა­ნი­ნო­ზე დაკ­ვრა და სიმ­ღე­რა ყო­ველ­თვის მეხ­მა­რე­ბო­და პა­ტა­რა ბი­ჭო­ბი­სას", - იხ­სე­ნებს მომ­ღე­რა­ლი.

bebiaaa-37538-1776251664.jpg

ვლა­დი­მი­რის ოჯახ­მა გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რე­ბა ნუ­ლი­დან და­ი­წყო. მათ თან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ფოტო, ტან­საც­მე­ლი და ერთი ძვე­ლი კა­სე­ტა ჰქონ­დათ, რო­მელ­ზეც ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა "წე­რო­ე­ბი“ იყო ჩა­წე­რი­ლი. სწო­რედ ეს სიმ­ღე­რა გახ­და მისი პირ­ვე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ნავ­სა­ყუ­დე­ლი - "როცა მამა ამ სიმ­ღე­რას უს­მენ­და, მხო­ლოდ მა­შინ იყო მშვი­დად..."

განაგრძეთ კითხვა