რა ქონებას ფლობს ვიქტორ სანიკიძე?!
როლექსის საათები, მამისგან ნაჩუქარი სახლი და მანქანა, ანაბარი ევროპულ ბანკში - ეს იმ ქონების ნაწილია, რომელსაც ყოფილი კალათბურთელი, პარლამენტის წევრი ვიქტორ სანიკიძე ფლობს.
ამჟამად დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 13 თებერვალს წარადგინა.
აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია:
175,26 კვ.მ საცხოვრებელ სახლი თბილისში, რომელიც მამისგან საჩუქრად გადაეცა;
თბილისში 198,41 კვ.მ საცხოვრებელი სახლის 50% (მემკვიდრეობა);
14,21 კვ.მ ავტოფარეხი თბილისში, რომელიც მამისგან ჩუქებით გადაეცა;
16,78 კვ.მ ავტოფარეხის 50% (მემკვიდრეობა);
820 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ კოტორაანთკარში (მემკვიდრეობა);
თბილისში 26994 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვთის 1% (მემკვიდრეობა).
გარდა ამისა, მისი მეუღლის სახელზეა:
218,94 კვ.მ ბინა თბილისში, რომელიც 2003 წელს 1 041 200 ლარად შეიძინა;
95,4 კვ.მ ბინა თბილისში, რომელშიც 2023 წელს 180 000 აშშ დოლარია გადახდილი;
3 ავტოფარეხი, რომელთა ჯამური ღირებულება 38 000 აშშ დოლარია.