“ სიმართლე სულ სხვა რამ არის... წლების წინ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ არ გავასაჯაროოთ ეს სიმართლე" - ცისანა სეფიაშვილი - კვირის პალიტრა

“ სიმართლე სულ სხვა რამ არის... წლების წინ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ არ გავასაჯაროოთ ეს სიმართლე" - ცისანა სეფიაშვილი

ორი წლის წინ, მომ­ღე­რალ­მა ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვილ­მა მე­დი­ას­თან გუ­ლახ­დი­ლად გა­იხ­სე­ნა ის უმ­ძი­მე­სი 9 თვე, რო­მე­ლიც მის­მა მე­სა­მე მე­უღ­ლემ, ოთო გი­ორ­გო­ბი­ან­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ა­ტა­რა. მა­შინ წყვი­ლი 23 ოპე­რა­ცი­ა­სა და ფე­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა­ზე ჰყვე­ბო­და. მას შემ­დეგ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, თუმ­ცა მომ­ღერ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა კვლა­ვაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია.

ამ­ჯე­რად მომ­ღე­რალს „დილა მშვი­დო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლო“ ეს­ტუმ­რა. ინ­ტერ­ვიუ საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც ცი­სა­ნამ არა მხო­ლოდ წარ­სულ­ზე, არა­მედ იმ მძი­მე ბრალ­დე­ბებ­ზეც ისა­უბ­რა, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის გარ­შე­მო ის­მო­და.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"ღრუ­ბე­ლი და­გახ­რჩობ­სო..."

"ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კო­სი ვი­ყა­ვი, სულ დავფრი­ნავ­დი. მახ­სოვს, ერთხელ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა - სი­ბე­რე­ში რით მოკ­ვდე­ბიო? რით-მეთ­ქი და - რო­მე­ლი­მე ღრუ­ბე­ლი და­გახ­რჩობს მა­გი­თო. მაგ­რამ არა, ძა­ლი­ან დავფრი­ნავ­დი და ისე, რო­მან­ტი­კო­სი ვარ, ვგიჟ­დე­ბი სი­ურპრი­ზე­ბის გა­კე­თე­ბა­ზე. მე რომ ვა­ბედ­ნი­ე­რებ ადა­მი­ა­ნებს, ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს, მაგ­რამ ცოტა დავ­მი­წდი უკვე, რე­ა­ლის­ტიც გავ­ხდი... ეს ცხოვ­რე­ბამ მო­ი­ტა­ნა.“

განაგრძეთ კითხვა