როგორ "თარგმნა" "ხვიჩას ქართული" გიორგი მიქაუტაძემ? - კვირის პალიტრა

როგორ "თარგმნა" "ხვიჩას ქართული" გიორგი მიქაუტაძემ?

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის სა­პა­სუ­ხო მე­ო­თხე­დფი­ნა­ლურ მატჩში პსჟ-მ "ლი­ვერ­პუ­ლი“ 2:0 და­ა­მარ­ცხა (ორი შეხ­ვედ­რის ჯამ­ში 4:0) და ტურ­ნი­რის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­ვი­და. მატ­ჩი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი იყო ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის­თვის, რად­გან მო­ე­დან­ზე ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ ორი ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი - გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია წარ­სდგა

რო­გორ შე­ა­ფა­სეს ქარ­თვე­ლე­ბი?ანა­ლი­ტი­კურ­მა სა­ი­ტებ­მა მა­მარ­დაშ­ვი­ლი­სა და კვა­რა­ცხე­ლი­ას თა­მა­ში შემ­დეგ­ნა­ი­რად შე­ა­ფა­სეს:

გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი: Whoscored 5.8, Sofascore 5.7, Flashscore 5.8.ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია: Whoscored 7.3, Sofascore 7.2, Flashscore 7.3.სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ანა­ლი­ტი­კუ­რი სა­ი­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მებ­მა მა­მარ­დაშ­ვი­ლის გარ­ჯა უფრო და­დე­ბი­თად და­ი­ნა­ხეს. მა­გა­ლი­თად, liverpool.com-მა მას 7 ქულა და­უ­წე­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "წით­ლე­ბის“ მე­კა­რე დიდ სცე­ნა­ზე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად და "სუფ­თად“ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, გაშ­ვე­ბულ გო­ლებ­ში კი მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბა ნაკ­ლე­ბად იკ­ვე­თე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას, მან მო­რი­გი ბრწყინ­ვა­ლე მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა. პირ­ვე­ლი გო­ლი­სას სა­გო­ლე გა­და­ცე­მა სწო­რედ მან მი­ა­წო­და უს­მან დემ­ბე­ლეს, ხოლო მე­ო­რე გო­ლის დროს შე­ტე­ვა მისი წა­მო­წყე­ბუ­ლი იყო. ამ სე­ზონ­ში ხვი­ჩას ან­გა­რიშ­ზე ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის 13 შეხ­ვედ­რა­ში უკვე 8 გოლი და 5 სა­გო­ლე პა­სია.

"ქარ­თუ­ლი და­მა­ვი­წყდა" - ხუმ­რო­ბა ნაკ­რებ­შიმატ­ჩის შემ­დეგ Geo Team-თანსა­უბ­რი­სას ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ემო­ცი­ებს ვერ მა­ლავ­და და სა­ხა­ლი­სო კო­მენ­ტა­რიც გა­ა­კე­თა:

"მა­მარ­და­მაც წარ­მა­ტე­ბე­ბი მი­სურ­ვა, ბედ­ნი­ე­რი ვარ. გა­მო­დის სა­გო­ლე გა­და­ცე­მა თუ გოლს ვი­ტან... ვაჰ, ბიჭო რა მჭირს... აუ, მგო­ნი ქარ­თუ­ლი და­მა­ვი­წყდა“, - აღ­ნიშ­ნა ხვი­ჩამ ინ­ტერ­ვი­უს დროს.ამ ფრა­ზას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბის სა­ხა­ლი­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

გი­ორ­გი გო­ჩო­ლე­იშ­ვილ­მა კო­მენ­ტა­რებ­ში გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე მო­ნიშ­ნა და ხუმ­რო­ბით მი­წე­რა:

"ჟორჟ, გვი­თარ­გმნე ერთი, რას ამ­ბობს რა“.

"მიყ­ვარს, მიყ­ვარს გო­ლე­ბიო", - უპა­სუ­ხა მი­ქა­უ­ტა­ძემ გო­ჩო­ლე­იშ­ვილს.

წყარო