"მან ჩვენს მეგობარს უთხრა - “მოგკლავ“ - დეტალები თურქეთის ტრაგედიაზე, რა დროსაც მოზარდმა სკოლაში 9 ადამიანი მოკლა - კვირის პალიტრა

"მან ჩვენს მეგობარს უთხრა - “მოგკლავ“ - დეტალები თურქეთის ტრაგედიაზე, რა დროსაც მოზარდმა სკოლაში 9 ადამიანი მოკლა

  • მთა­ვარ ფო­ტო­ზე: 14 წლის თავ­დამ­სხმე­ლი

თურ­ქეთ­ში, სულ რა­ღაც 48 სა­ა­თის ინ­ტერ­ვა­ლით, ქვეყ­ნის ორ სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე სკო­ლებ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი და და­შა­ვე­ბუ­ლია ათო­ბით ადა­მი­ა­ნი.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კი მას­შტა­ბუ­რი და­კა­ვე­ბე­ბი და­ი­წყეს.

ტრა­გე­დია კაჰ­რა­მან­მა­რაშ­ში - "აი­სერ ჩა­ლი­ქის" სა­შუ­ა­ლო სკო­ლა

2026 წლის 15 აპ­რილს, კაჰ­რა­მან­მა­რაშ­ში მდე­ბა­რე აი­სერ ჩა­ლი­ქის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში 14 წლის მოს­წავ­ლემ, ისა არას მერ­სინ­ლიმ, ნამ­დვი­ლი სა­საკ­ლაო მო­ა­წყო.

14 წლის მო­ზარ­დი სკო­ლა­ში კბი­ლე­ბამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მი­ვი­და. მას თან ჰქონ­და 5 ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და 7 სავ­სე მჭი­დი. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან ორ საკ­ლა­სო ოთახ­ში შე­აღ­წია და ცე­ცხლი გახ­სნა. თავ­დას­ხმის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ისა არას მერ­სინ­ლიმ ია­რა­ღი სა­კუ­თა­რი თა­ვის­კენ მი­მარ­თა და სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

kahramanmarasta-okulu-kana-bul-19753661-8153-1-m-36810-1776323137.webp

ფოტო: ისა არას მერსინალი

ისა არას მერ­სინ­ლიმოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს მო­ზარ­დის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქცე­ვა გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბი­სას. თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, რომ ის ხში­რად იმუქ­რე­ბო­და: "მან ჩვენს მე­გო­ბარს უთხრა - “მე შენ მოგ­კლავ“. ჩვენ ეს გვეს­მო­და, რად­გან ერთ კლას­ში ვსწავ­ლობ­დით", ჰყვე­ბა ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი.

მსხვერ­პლთა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა

სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზამ უკვე და­ას­რუ­ლა მუ­შა­ო­ბა და და­ღუ­პუ­ლი 9 ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბა და­ა­დას­ტუ­რა. მათ შო­რის არის ერთი პე­და­გო­გი და რვა მოს­წავ­ლე:

  • აილა კარა (56 წლის) - მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მო­ზარ­დის ტყვი­ას ემსხვერ­პლა.
  • და­ღუ­პუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი: მუს­ტა­ფა ას­ლა­ნი, შუ­რა­ნურ სევ­გი კა­ზი­ჯი, ზე­ი­ნეპ კი­ლინ­ჩი, ფურ­კან სან­ჯაკ ბა­ლა­ლი (11 წლის), ბა­ი­რამ ნაბი ში­ში­კი (10 წლის), ბე­ლი­ნაი ნურ Poyraz (10 წლის), ად­ნან გოქთურქ იე­ში­ლი (11 წლის) და ქე­რემ ერ­დემ გი­უნ­გო­რი.

ამ დრო­ის­თვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში რჩე­ბა 9 და­შა­ვე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­გან 6-ის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია.

განაგრძეთ კითხვა