ბოლო დროის ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობისთვის ირანში პირველად დასჯიან სიკვდილით ქალს - სიკვდილი მიუსაჯეს მის მეუღლესაც
ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ირანი აპირებს სიკვდილით დასაჯოს ქალი მომიტინგე, ბიტა ჰემათი. როგორც მედია წერს, ის არის პირველი ქალი, რომელსაც ბოლო პერიოდის დემონსტრაციების გამო დასჯიან სიკვდილით.

- ირანის რეჟიმმა 1600 ადამიანზე მეტს მიუსაჯა სიკვდილი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის გამო.
ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭოს (NCRI) განცხადებით, ირანის ხელისუფლება ბიტა ჰემათს მრავალ დანაშაულში დებს ბრალს, მათ შორის არის ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და იარაღის გამოყენება, სხვადასხვა საგნების, მაგალითად, ბეტონის ბლოკების სროლა, საპროტესტო შეკრებებში მონაწილეობის მიღება და ეროვნული უსაფრთხოების დარღვევა.