მასწავლებელი მოსწავლეებს გადაეფარა და სიცოცხლე გაწირა - რა არის ცნობილი თურქეთში სკოლაზე თავდასხმისას მოკლულ პედაგოგზე - კვირის პალიტრა

მასწავლებელი მოსწავლეებს გადაეფარა და სიცოცხლე გაწირა - რა არის ცნობილი თურქეთში სკოლაზე თავდასხმისას მოკლულ პედაგოგზე

თურ­ქეთ­ში, ქა­ლაქ კაჰ­რა­მან­მა­რა­შის ერთ-ერთ სკო­ლა­ში მე-8 კლა­სის მოს­წავ­ლემ ნამ­დვი­ლი სა­საკ­ლაო მო­ა­წყო. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხმას 9 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, და­ღუ­პულ­თა შო­რის არის სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, აილა კა­რას, რომ­ლის გმი­რო­ბის შე­სა­ხე­ბაც დღეს მთე­ლი თურ­ქე­თი სა­უბ­რობს.

რო­გორც თურ­ქუ­ლი მე­დია წერს, მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­კუ­თარ მოს­წავ­ლე­ებს ტყვი­ე­ბის­გან და­სა­ცა­ვად სხე­უ­ლით გა­და­ე­ფა­რა და სი­ცო­ცხლე გა­წი­რა.

თავ­დას­ხმა სკო­ლა­ზე - 9 და­ღუ­პუ­ლი და პა­ნი­კა

ტრა­გე­დია 15 აპ­რილს, "აი­სერ ჩა­ლი­ქის“ სა­ხე­ლო­ბის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 13:30 სა­ათ­ზე მოხ­და. 14 წლის მოს­წავ­ლე, ისა არას მერ­სინ­ლი, სკო­ლა­ში ზურგჩან­თით შე­ვი­და, რო­მელ­შიც 5 ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და 7 მჭი­დი ჰქონ­და და­მა­ლუ­ლი. მან ორ სხვა­დას­ხვა კლას­ში გახ­სნა ცე­ცხლი.

სრო­ლის შე­დე­გად ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა 1 მას­წავ­ლე­ბე­ლი და 8 მოს­წავ­ლე. თავ­დამ­სხმე­ლი, ად­გი­ლობ­რი­ვი წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, ყო­ფი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის შვი­ლია და მას მა­მის ია­რა­ღი ჰქონ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თავ­დამ­სხმე­ლის დე­დაც მას­წავ­ლე­ბე­ლია.

განაგრძეთ კითხვა