ალა პუგაჩოვამ 77-ე დაბადების დღე სამივე შვილთან ერთად აღნიშნა - კვირის პალიტრა

ალა პუგაჩოვამ 77-ე დაბადების დღე სამივე შვილთან ერთად აღნიშნა

ცნობილი პრიმადონა 15 აპრილს 77 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით ლიმასოლში, სადაც ალას ოჯახი ცხოვრობს ბოლო პერიოდია, ყველა შეიკრიბა - ალას ქმარ-შვილი, ასევე უფროსი ქალიშვილი კრისტინა ორბაკაიტე მეუღლესთან და უფროს ვაჟთან ერთად.

"ოჯახი შეიკრიბა" - დაწერა 49 წლის მაქსიმ გალკინმა. მეუღლეს კი შემდეგი ფოტოთი და ტექსტით მიულოცა დაბადების დღე სოციალურ ქსელში: "გილოცავ, საყვარელო ლამაზმანო".

მარად აქტუალური ალამიუხედავად იმისა, რომ წლებია, სცენა დატოვა ოფიციალურად და რუსეთიდან გადასახლდა, თავის პატარა სასახლეში დაბინავდა ოჯახთან ერთად, კვიპროსში, ალა მაინც სულ ინარჩუნებს აქტუალურობას, მასზე კვლავ საუბრობენ და მისი ოჯახური ამბებიც აინტერესებთ. მშობლიურ რუსეთშიც და პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც დღემდე ახსოვთ პრიმადონა და დღესაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

უკვე 77 წლისაა, თუმცა უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება და ტყუპ შვილთანაც ახალგაზრდულად და მხნედ უჭირავს თავი.

primdon2-1776275495-1776331363.jpg

ბავშვობა და ახალგაზრდობა

მისი მშობლები - ზინაიდა ოდეგოვა და ბორის პუგაჩოვი, ერთმანეთს რომ შეხვდნენ, ორივე ნაომარი იყო. 1946 წელს დაქორწინდნენ. 1947 წელს ეყოლათ ვაჟი, რომელიც ავადმყოფობდა და დაბადებიდან რამდენიმე თვეში დაიღუპა.

1949 წლის 15 აპრილს გაუჩნდათ მეორე შვილი, რომელსაც მსახიობ ალა ტარასოვას პატივსაცემად ალა დაარქვეს. ერთ წელიწადში კი გაჩნდა ალას უმცროსი ძმა - ევგენი.

განაგრძეთ კითხვა