"მე შენ გეტყვი და 24 საათი არ უყურებდნენ ვარსკვლავებს, რომ თვითმფრინავებმა ხელი შეუშალონ" - რომან გოცირიძე აბასთუმნის ცის დახურვაზე
"აბასთუმის ობსერვატორია 30 წელია ფაქტობრივად უმოქმედო იყო, გუმბათგახვრეტილი. მისი აღდგენა მოხდა 2023 წელს. იგი ტურისტულ-სამეცნიერო ობიექტია. მე შენ გეტყვი და 24 საათი არ უყურებდნენ ვარსკვლავებს, რომ თვითმფრინავებმა ხელი შეუშალონ", - ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ან სად იყო მაშინ ომი ირანში და მზარდი გადაფრენები, ივანიშვილმა ერთი წლით ადრე რომ დააანონსა ცის დახურვა? უცნაურია ზოგიერთი ფიზიკოსის განცხადება, რომ ცის დახურვა და საჰაერო ტრასის სხვაგან გადატანა ივანიშვილის ახირებით და მოზღვავებულ შიშებით კი არაა გამოწვეული, არამედ თურმე მეცნიერებს დაუგდი ყური.იქნებ საჯარო წერილით მიმართონ ასტროფიზკოსებმა ივანიშვილს, თუ ასე უჯერებს მათ, მაშინ სინდისის პატიმრები და პოლიტიტპატიმრები გამოუშვას.
როგორ ფიქრობთ, იზამენ?!" - წერს გოცირიძე.