ერთ-ერთმა მოსწავლემ მეორეს საკანცელარიო დანით ჭრილობა მიაყენა - რა მოხდა მარნეულის სკოლაში? - კვირის პალიტრა

ერთ-ერთმა მოსწავლემ მეორეს საკანცელარიო დანით ჭრილობა მიაყენა - რა მოხდა მარნეულის სკოლაში?

მარ­ნე­უ­ლის №4 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ებს შო­რის თა­მა­შის დროს ერთ-ერ­თმა ბავ­შვმა შემ­თხვე­ვით, სა­კან­ცე­ლა­რიო და­ნით სხვა მოს­წავ­ლე და­ა­ზი­ა­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას Marneulinews.ge ავ­რცე­ლებს.

და­შა­ვე­ბულ მოს­წავ­ლეს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა.

თუმ­ცა დი­რექ­ტო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტი არა თა­მა­შის, არა­მედ მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ჩხუ­ბის დროს მოხ­და.

"მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას მომ­ხდა­რა პა­ტა­რა (ინ­ცი­დენ­ტი)... ფე­ხის არე­ში რკი­ნით და­არ­ტყა ერთ-ერ­თმა მოს­წავ­ლემ მე­ო­რეს და პა­ტა­რა ჭრი­ლო­ბა არის ფე­ხის არე­ში. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ცი­აც საქ­მის კურ­სში არის და მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რიც. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს და ად­გილ­ზე ნა­ხეს" - ამ­ბობს რე­გი­ონNews-თან სა­უბ­რი­სას მარ­ნე­უ­ლის რე­სურსცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, ხა­ნალ გახ­რა­მა­ნო­ვი

მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 124-ე მუხ­ლით, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.