"ევროპას საავიაციო საწვავის მხოლოდ ექვსი კვირის მარაგი დარჩა" - სპეციალისტები "მასობრივი ფრენების გაუქმებას" წინასწარმეტყველებენ - კვირის პალიტრა

"ევროპას საავიაციო საწვავის მხოლოდ ექვსი კვირის მარაგი დარჩა" - სპეციალისტები "მასობრივი ფრენების გაუქმებას" წინასწარმეტყველებენ

"ირან­თან ომის გამო გა­მოწ­ვე­უ­ლი ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ფი­ცი­ტის ფონ­ზე, ევ­რო­პას სა­ა­ვი­ა­ციო საწ­ვა­ვის მხო­ლოდ ექ­ვსი კვი­რის მა­რა­გი დარ­ჩა" - ამის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო ენერ­გე­ტი­კუ­ლი სა­ა­გენ­ტოს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ფა­თიჰ ბი­როლ­მა, გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, თუ ჰორ­მუ­ზის სრუ­ტე არ გა­იხ­სნე­ბა, "მა­სობ­რი­ვი ფრე­ნე­ბის გა­უქ­მე­ბა მალე" და­ი­წყე­ბა".

ეს გან­ცხა­დე­ბა ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი მრჩევ­ლის იმ გაფრ­თხი­ლე­ბას მოჰ­ყვა, რომ­ლის მი­ხედ­ვით "ბრი­ტა­ნე­ლე­ბი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის წლე­ბის მსგავ­სად, საკ­ვე­ბის ბა­რა­თე­ბით გა­ნა­წი­ლე­ბის­თვის უნდა მო­ემ­ზა­დონ, რად­გან სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში გა­სა­ყიდ ძი­რი­თა­დი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე დიდი დე­ფი­ცი­ტია მო­სა­ლოდ­ნე­ლი".

flight-cancellations-75601-1776404432.png

ბი­რო­ლის პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, აე­რო­პორ­ტებს უკვე მა­ი­სის­თვის შე­იძ­ლე­ბა საწ­ვა­ვის კრი­ტი­კუ­ლი დე­ფი­ცი­ტი შე­ექ­მნათ, რაც იმ ბრი­ტა­ნე­ლე­ბის­თვის გა­მო­იწ­ვევს ქა­ოსს, რომ­ლე­ბიც არ­და­დე­გებ­ზე სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბას გეგ­მა­ვენ.

განაგრძეთ კითხვა