თამუნა მუსერიძე 22 წლის კვიპროსელი ბიჭის წინააღმდეგ, რომელმაც მშობლები საქართველოში იპოვა - "მემუქრებოდნენ, გაგაქრობო"
ჯგუფ „ვეძებ“-ის გარშემო განვითარებული მოვლენებს ბოლო დღეებია სოციალური ქსელი აქტიურად ადევნებს თვალს. ამჯერად, დაპირისპირების მიზეზი კვიპროსელი პანაგიოტისის ისტორია გახდა - საქმე, რომლის ბედნიერ დასასრულსაც 5-წლიანი რთული გამოძიება, ათობით დნმ ტესტი და ემიგრანტების უპრეცედენტო ერთობა უძღოდა წინ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ნაპოვნი ბიოლოგიური ოჯახის სიხარულს თან ახლავს უმადურობა, პირადი მუქარები და ფინანსური მაქინაციები.
- თამუნა მუსერიძე „ლაივ“ რეჟიმში იმ კულისებზე საუბრობს, რომლებიც აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო. გაყალბებული საბუთები, სადაც არარსებული მშობლების ვინაობა ეწერა, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრული საქმე და ე.წ. „მაფიოზებით“ მუქარა - ეს იმ სირთულეების მცირე ჩამონათვალია, რისი გადალახვაც ჯგუფის დამფუძნებელსა და მის გუნდს მოუხდათ.
"როდესაც ამ ბიჭისთვის ტესტის ფულს ვმათხოვრობდი და ვაგროვებდი, მაშინ სად იყვნენ ეს “მაფიოზები“ და რატომ არ ედგნენ გვერდში?“ - კითხულობს თამუნა მუსერიძე.
სტატიაში წაიკითხავთ, რატომ გაიყო გზები ჯგუფის ადმინისტრატორსა და პანაგიოტისს შორის და რა რეალობა იმალებოდა წლების განმავლობაში „მოპარული ბავშვის“ სტატუსის მიღმა.
- დაახლოებით რვა თვეა, რაც ჩემსა და ჩემი ჯგუფის ირგვლივ, ასე ვთქვათ, სკანდალები ტრიალებს. დღეს კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, სკანდალის ეპიცენტრში აღმოვჩნდი.