მილიონერი მიხეილ ხუბუტია ხელახლა დაქორწინდა ცოლზე, რომელსაც სკანდალის შემდეგ ხელმეორედ სთხოვა ხელი - კვირის პალიტრა

მილიონერი მიხეილ ხუბუტია ხელახლა დაქორწინდა ცოლზე, რომელსაც სკანდალის შემდეგ ხელმეორედ სთხოვა ხელი

როგორც ცნობილია, საყვარელზე სკანდალური თავდასხმის და ერთწლიანი შინაპატიმრობის შემდეგ მან ვრცელი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ ანდრეი მალახოვს და ყოფილი საყვარლის მხრიდან მანიპულაციებზე, ფულის გამოძალვასა და სხვა დეტალებზე ისაუბრა. იმავე ვიდეოინტერვიუში საჯაროდ მოუხადა ბოდიში ცოლს და უფროსი შვილების დედას ეკატერინე ჯანაშიას და ხელახლა სთხოვა ხელი.

როგორც ცნობილია, წყვილი ბოლო წლებში ერთად არ ცხოვრობდა, შვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ურთიერთობა გაურთულდათ. თუმცა მოგვიანებით კვლავ განაახლეს კავშირი და მათი უმცროსი ვაჟიც გაჩნდა.

original-1-1776368119-1776407721.webp

ამავე პერიოდში გამოჩნდა ბიზნესმენის ცხოვრებაში იულია ვანი და მასთანაც ეყოლა ქალიშვილი. მერე კი, ცნობილი სკანდალიც ატყდა - 2025 წლის გაზაფხულზე, ხუბუტიასა და 29 წლის მოდელის, იულია ვანის ისტორიამ მთელი რუსული მედია მოიცვა. ვანმა გაამხილა, რომ მას ყოფილი შეყვარებული თავს დაესხა. მან სოციალურ ქსელში გაავრცელა თავდასხმის შემდგომი კადრები: მისი თქმით, ხუბუტია სახლში შეიჭრა, სადაც ის შვილთან ერთად ცხოვრობდა და ნაჯახით დაჭრა. ქალი ხელებსა და ფეხებზე ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს... ამას მოჰყვა ხმაურიანი გარჩევები, თავის მართლებები და სასამართლოს განაჩენი.

განაგრძეთ კითხვა