ქუთაისში დააკავეს პირი, რომელიც ნაცნობს იარაღის მუქარით თანხას და ოქროს ნივთებს სთხოვდა - დაკავებისას ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია - კვირის პალიტრა

ქუთაისში დააკავეს პირი, რომელიც ნაცნობს იარაღის მუქარით თანხას და ოქროს ნივთებს სთხოვდა - დაკავებისას ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია

ქუ­თა­ის­ში და­ა­კა­ვეს პირი, რო­მე­ლიც ნაც­ნობს ია­რა­ღის მუ­ქა­რით თან­ხას და ოქ­როს ნივ­თებს სთხოვ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით - 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი ა.ხ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რებ ნაც­ნობს - 1983 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.ე.-ს, ცივი ია­რა­ღის დე­მონ­სტრი­რე­ბი­თა და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რით თან­ხა და ოქ­როს ნივ­თე­ბი მოს­თხო­ვა.

ბრალ­დე­ბულ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია.

პო­ლი­ცი­ამ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ა.ხ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე და 353-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს."

წყარო