„ჩინეთის დაზვერვა მისი ქვეყნის კომპანიებისაგან სასურველი ინფორმაციის გადაცემას ითხოვს - მოქმედებს თუ არა ეს კანონი ბაზისბანკზე? რა თქმა უნდა, კი“
“ჩინეთის დაზვერვა მისი ქვეყნის კომპანიებისაგან სასურველი ინფორმაციის გადაცემას ითხოვს“ - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი რომან გოცირიძე წერს.
მისი თქმით, ეს კანონი ქართულ ბაზისბანკზეც მოქმედებს.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბაზისბანკმა, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შეძენასთან დაკავშირებული გარიგება და ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% - ის მფლობელი გახდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ რომან გოცირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ჩინეთის დაზვერვა მისი ქვეყნის კომპანიებისაგან სასურველი ინფორმაციის გადაცემას ითხოვს. ეს, რა თქმა უნდა, ეხება საქართველოში არსებულ ჩინურ კომპანიებსაც.
ჩინეთის 2017 წლის ეროვნული დაზვერვის კანონი ავალდებულებს ყველა ჩინურ კომპანიას, სახელმწიფო იქნება იგი თუ კერძო (მათ შვილობილებსაც), რომ თანამშრომლობდნენ სახელმწიფო დაზვერვასთან, გადასცენ მას მონაცემები და შეასრულონ მთავრობის მოთხოვნები. უარის თქმა შეუძლებელია, ასეთ შემთხვევაში ისინი კანონით ისჯებიან.