პიტერ მადიარის სკანდალური განცხადება - ვინ ანადგურებს დოკუმენტებს?! - კვირის პალიტრა

პიტერ მადიარის სკანდალური განცხადება - ვინ ანადგურებს დოკუმენტებს?!

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა პიტერ მადიარმა პირებს, რომლებსაც, მისი თქმით, გარკვეული დოკუმენტების განადგურება დაევალათ, ან ფლობენ ინფორმაციას ასეთი ფაქტების შესახებ, მოუწოდა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

მადიარის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ სამინისტროებსა და სხვა უწყებებში დოკუმენტების მასშტაბური განადგურება მიმდინარეობს და მოუწოდა ყველას, ვისაც მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია აქვთ, ამის შესახებ პარტია „ტისას“ აცნობონ.

„თუ თქვენ გაქვთ რაიმე ინფორმაცია დოკუმენტების განადგურების შესახებ, გთხოვთ, შეგვატყობინოთ და, თუ შესაძლებელია, გამოგვიგზავნოთ დოკუმენტები, რომელთა განადგურების ბრძანებაც მიიღეთ“, - განაცხადა მადიარმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა