"მადლიერი" მოქალაქე და პატიმარი მოგმართავთ თხოვნით, შექმნათ ოჯახური შემოსავლებისა და ხელფასების კომისია" - ალეკო ელისაშვილი პარლამენტის "ფასების კომისიას"
"მიმართვა პარლამენტის ფასების კომისიას! პირველ რიგში დიდი მადლობა თვქენი მუხლჩაუხრელი შრომისთვის. სანამ თქვენ ტიტანურ ძალისხმევას სწევდით კიტრის და ბადრიჯნის ფასთწარმოქმნის ბნელი და მუხანათური ხვეულების გასარკვევად, ფაქტია კიტრიც, ბადრიჯანიც, დენიც, ბენზინიც და ყველაფერი გაძვირდა და ყველაფრის ფასი გაიზარდა", - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ამის მაცქერალი "მადლიერი" მოქალაქე და პატიმარი მოგმართავთ თხოვნით, შექმნათ ოჯახური შემოსავლებისა და ხელფასების კომისია. ბიუჯეტის ფულის მოპარვასა და ტენდერების ატკატების აღებაში გაწაფულებს, ალბათ, არ გჯერათ, რომ ქართულ ოჯახებს დაბალი შემოსავალი და ხელფასები აქვთ, მაგრამ დამიჯერეთ, შექმენით მეორე კომისია, იქნებ მასე მაინც გაიზარდოს ხალხის შემოსავალი და ხელფასი.მჯერა თქვენი ხალხზე ზრუნვის და გულისხმიერების", - წერს ელისაშვილი.