საქართველოში "მითიური ფრინველი" გამოჩნდა - ჭაჭუნას აღკვეთილში ფასკუნჯი დააფიქსირეს
"ჭაჭუნას აღკვეთილში ფასკუნჯის გამოჩენა განსაკუთრებული და იშვიათი კადრია, თითქოს ძველი ქართული თქმულებებიდან გადმოფრენილი ლეგენდა კვლავ დაბრუნდა თავის სივრცეში", - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჭაჭუნას აღკვეთილის გვერდი ავრცელებს.
"ეს მითიური ფრინველი, რომელსაც ზღაპრები ცეცხლსა და სიმაღლეებს უკავშირებს, დღეს რეალურად გვახსენებს ველური ბუნების ძალას და მის უცვლელ სიდიადეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.