“მისმა შვილმა სტიგმებით სავსე ქვეყანაში მოახერხა, შვილიანი გოგოს ცოლად მოყვანა. და ამბავი როგორ დასრულდა?“ - ნანუკა ჟორჟოლიანი "ტიკტოკერ" თეკლა გერსამიაზე
გასულ კვირას ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გამოუტანეს ბოლო დროის ერთ-ერთ გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებულ ქალს, თეკლა გერსამიას. მას ბრალად ედებოდა ქმრის, ლუკა დარასელიას მკვლელობა. დაკავებულ "ტიკტოკერს“ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ნაჭყებიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა გერსამია ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, პირველ 4 საათში მიიღო.
თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს. თუმცა მოკლული ლუკა დარასელიას დედას სჯერა, რომ ფარულ ჩანაწერში ის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ბრალის წარდგენის შემდეგ კი უკვე ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც გასულ კვირას ესართიამ ინტერვიუ მისცა, გადაცემას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეომიმართვით ეხმაურება. გადაცემას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ინგა ესართიას ინტერვიუ საკმაოდ მძიმე სანახავი იყო. დედა, რომელსაც შვილი მოუკლეს, გადაცემის მსვლელობისას რამდენჯერმე ატირდა.