ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია! - კვირის პალიტრა

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია!

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ლაშამ ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ფრანგი ჟან ბენჟამინ გაბა დამატებით დროში იპონით დაამარცხა. ფინალში კი აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს დამატებით დროში სძლია.

ამჟამად ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალია.

დღესვე ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.