"პატრიარქო, შენს სახელზე იყოს!" - ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ
"პატრიარქო, შენს სახელზე იყოს!" - ამის შესახებ ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ევროპის 2026 წლის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში ისრაელის ნაკრების წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევინ დაამარცხა.
შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე მან მეტოქე ბრწყინვალე იპონზე დასცდა.
23 წლის ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, თუმცა ევროპა პირველად მოიგო. ის პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ევროპირველობის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.