"არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია" - რა დეტალებია ცნობილი აგლაძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე, რა დროსაც პანაშვიდზე მისული პირი დაჭრეს - ის ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია - კვირის პალიტრა

"არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია" - რა დეტალებია ცნობილი აგლაძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე, რა დროსაც პანაშვიდზე მისული პირი დაჭრეს - ის ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია

გუ­შინ თბი­ლის­ში, დი­დუ­ბე­ში, აგ­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე 39 წლის მა­მა­კა­ცი დაჭ­რეს. მომ­ხდარ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კაში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ცივი ია­რა­ღით დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი ამ დრომ­დე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და მე­დი­კო­სე­ბის 24-სა­ა­თი­ა­ნი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ რჩე­ბა. ექი­მე­ბის თქმით, მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა.და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის დედა "ტვ პირ­ველ­თან" მისი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს. და­შა­ვე­ბუ­ლი კა­ცის მშო­ბე­ლი წარ­სულ­ში ვინ­მეს­თან და­პი­რის­პი­რე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს, ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მის შვილს კონ­ფლიქ­ტი არა­ვის­თან ჰქო­ნია.

"არა­ვის­თან კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია. მე ასე ვიცი, რომ ჩემ­მა შვილ­მა არ იცის, ვინ იყო თავ­დამ­სხმე­ლი. ყვე­ლა­ფერს არ­კვე­ვენ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა ჩემი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა. კეთ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მხრი­და­ნაც და პო­ლი­ცი­ის მხრი­და­ნაც", - ამ­ბობს დედა. გააგრძელეთ კითხვა