"დაღლილს ჩამეძინა, ჩიხში შეუხვია და მაშინ გამომეღვიძა, როცა სხეულზე მეხებოდა" - პოლონელი ტელეწამყვანის თქმით, საქართველოში ტაქსის მძღოლისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა
პოპულარულ პოლონურ შოუში, სახელად - "გადარჩენისთვის მებრძოლი დედოფლები“, ცნობილმა ჟურნალისტმა კაროლინა პაიონჩკოვსკამ მაყურებელს საკუთარი თავი სრულიად სხვა კუთხით დაანახა. მან საჯაროდ ისაუბრა პირად დრამებზე - ურთიერთობაში გამოვლილ ძალადობასა და ღალატზე. თუმცა, მხოლოდ ეს არაა - ახლახან, მან გადაცემაში "დილის რინგი“ პაიონჩკოვსკამ კიდევ ერთი მძიმე ისტორია გაიხსენა - როგორც ქალი ჰყვება, წლების წინ, ის საქართველოში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.
რა შეემთხვა 9 წლის წინ საქართველოში?
მძიმე პირად ისტორიაზე თავისივე საავტორო გადაცემაში, "დილის რინგში“ ისაუბრა, სადაც ექსპერტებთან ერთად, ტაქსის აპლიკაციებით მგზავრობის უსაფრთხოებას განიხილავდნენ. საუბარი შეეხო იმ მძღოლებს, რომელთაც პოლონური მართვის მოწმობა არ აქვთ. ამ თემაზე ვარშავის პოლიციამ სპეციალური კამპანიაც კი წამოიწყო. სწორედ აქ გაიხსენა პაიონჩკოვსკამ შემთხვევა, რომელიც 9 წლის წინ საქართველოში გადახდა:
"ახლა უკვე შემიძლია ამაზე საუბარი - სამწუხაროდ, საქართველოში მგზავრობისას მძღოლის მხრიდან სექსუალური თავდასხმის მსხვერპლი გავხდი. ეს წლების წინ მოხდა, როცა ამ თემებზე ხმამაღლა საუბარი ჯერ კიდევ არ იყო მიღებული. გვიან საღამოს ვბრუნდებოდი, თუმცა დილის ცვლის შემდეგ ისე ვიყავი დაღლილი, რომ მანქანაში ჩამეძინა. მძღოლმა ალბათ იფიქრა, რომ ნასვამი ვიყავი, გვერდითა ჩიხში შეუხვია და მაშინ გამომეღვიძა, როცა უკვე ჩემ გვერდით იჯდა და სხეულის ზედა ნაწილებზე მეხებოდა. ახლა ამაზე უკვე მშვიდად ვსაუბრობ, რადგან დიდი დრო გავიდა“. გააგრძელეთ კითხვა