"მამაჩემის გარდაცვალება ხათუნას დაავადებამ დამავიწყა... ძალიან რთულია ადამიანისთვის მშობლის დაკარგვა... ის ცხრა წელი, რაც მამა დაჭერილი იყო, გაუხანგრძლივდა ცხოვრება"
მომღერალი ნინი ქარსელაძე თემურ ებიტაშვილის პოდკასტში "მძიმე წერტილი" იყო სტუმრად. ინტერვიუში ბევრ საკითხს შეეხო - პოლიტიკას, ბულინგს, წყენებს, დედის - ხათუნა ჟორდანიას დაავადებას და ამასთან დაკავშირებით წამოწყებულ ახალ საქმიანობას. ნინის თქმით, ის გუნდთან ერთად მალე წარადგენს ფონდს, რომელიც ონკოპაციენტებს დაეხმარება.
ასევე ისაუბრა მამაზე, რომელიც წამალდამოკიდებული იყო და აღნიშნა, რომ მისი დამოკიდებულება წინა ხელისუფლების მიმართ არანაირად არ უკავშირდება იმ წლებში მამამისის დაპატიმრებას.
ნინი ქარსელაძე:
- პირიქით, მამაჩემი რომ დაიჭირეს, ამისთვის მადლიერებაც შემიძლია გამოვხატო იმიტომ, რომ მძიმე სენით იყო დაავადებული და ძალიან კარგი გადარჩენის გზა იყო ეს მისთვის... მამაფერ შუაშია. იდეოლოგიაა მათი, რომელიც იყო დაუნდობელი... მე სხვათა შორის ამაზე ძალიან ღიად ვსაუბრობ, რომ მამა ნარკოდამოკიდებული იყო და ეს არ არის ჩემთვის ტაბუდადებული თემა. მისი დაჭერა - პირიქით. მას ის ცხრა წელი, რაც დაჭერილი იყო, გაუხანგრძლივდა ცხოვრება და მისი ნახვის საშუალება ამ ცხრა წლის განმავლობაში მე მქონდა... გააგრძელეთ კითხვა