"ძალიან კარგი მოლაპარაკებები მიმდინარეობს - მათ ჰორმუზის სრუტის დახურვა კვლავ სურდათ, მაგრამ ჩვენს შანტაჟს ვერ შეძლებენ" - კვირის პალიტრა

"ძალიან კარგი მოლაპარაკებები მიმდინარეობს - მათ ჰორმუზის სრუტის დახურვა კვლავ სურდათ, მაგრამ ჩვენს შანტაჟს ვერ შეძლებენ"

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.

„ძალიან კარგი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ყველაფერი კარგად მიმდინარეობს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპი ირანის შეიარაღებული ძალების მიერ ჰორმუზის სრუტის ხელახლა დახურვის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„მათ ჰორმუზის სრუტის დახურვა კვლავ სურდათ, როგორც ამას მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდნენ, მაგრამ ჩვენს შანტაჟს ვერ შეძლებენ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.