როდის არის აცრა გარდაუვალი და გვიცავს თუ არა სარეცხის საპონი ცოფისგან? – რაბიოლოგი ბადრი ბაზაევი საზოგადოებაში გავრცელებულ მცდარ შეხედულებებს პასუხობს - კვირის პალიტრა

როდის არის აცრა გარდაუვალი და გვიცავს თუ არა სარეცხის საპონი ცოფისგან? – რაბიოლოგი ბადრი ბაზაევი საზოგადოებაში გავრცელებულ მცდარ შეხედულებებს პასუხობს

ცოტა ხნის წინ წალ­კი­დან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ამ­ბა­ვი გავ­რცელ­და: გა­რე­ულ­მა მე­ლამ ძაღ­ლე­ბი დაკბი­ნა, რა­საც ერ­თთვი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი და ცხო­ვე­ლე­ბის მას­შტა­ბუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია მოჰ­ყვა. აიც­რა ყვე­ლა­ფე­რი - ძაღ­ლე­ბი­თა და კა­ტე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ვი­რე­ბი­თა და ღო­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

ასეთ დროს ყვე­ლას ერთი და იგი­ვე კი­თხვა გვიჩ­ნდე­ბა: რამ­დე­ნად და­ცუ­ლე­ბი ვართ ჩვენ და ჩვე­ნი ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბი? რას ნიშ­ნავს კა­რან­ტი­ნი პრაქ­ტი­კა­ში და რა უნდა ვი­ცო­დეთ, რომ პა­ნი­კა­ში არ ჩავ­ვარ­დეთ, მაგ­რამ არც საფრ­თხე გა­მოგ­ვრჩეს მხედ­ვე­ლო­ბი­დან?სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, ყვე­ლა­ფე­რი რა­ბი­ო­ლოგ ბად­რი ბა­ზა­ე­ვის­თვის გვე­კი­თხა. ის სწო­რედ იმ ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბა, ვი­საც ცხო­ველ­თან სა­ეჭ­ვო კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და. ინ­ტერ­ვი­უ­ში ბევრ ისეთ დე­ტალ­ზე ვი­სა­უბ­რეთ, რაც ალ­ბათ ყვე­ლა პატ­რონ­მა და მშო­ბელ­მა უნდა იცო­დეს.

- ბა­ტო­ნო ბად­რი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ ცხო­ველ­ში ცოფი აუ­ცი­ლებ­ლად აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვით ვლინ­დე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, რა სიმპტო­მებს უნდა მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა პატ­რონ­მა?

- გარ­კვე­უ­ლი სიმპტო­მე­ბის ქონა ან არ­ქო­ნა ცალ­სა­ხად არ ნიშ­ნავს, რომ ცხო­ველს ცოფი აქვს ან არ აქვს. შე­საძ­ლოა, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლი სრუ­ლი­ად მშვი­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს და აგ­რე­სი­ით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს; პი­რი­ქით, იყოს შე­ში­ნე­ბუ­ლი, კუ­თხე­ში მი­ყუ­ჟუ­ლი და არც კბე­ნის ან გა­და­ად­გი­ლე­ბის თავი ჰქონ­დეს. ასე­ვე, არც ცხო­ვე­ლის აგ­რე­სი­უ­ლო­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად ცო­ფი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი.

მსგავს შემ­თხვე­ვებს ჩვენ სა­ეჭ­ვოდ მი­ვიჩ­ნევთ, რად­გან ზუს­ტი შე­ფა­სე­ბა მხო­ლოდ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სრუ­ლი­ად და­საშ­ვე­ბია, რომ ცხო­ვე­ლი სხვა მი­ზე­ზით იყოს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი - მა­გა­ლი­თად, თუ მან­ქა­ნას ან ვე­ლო­სი­პე­დისტს გა­ე­კი­და, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ის ცო­ფი­ა­ნია. და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ძაღ­ლი შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სრუ­ლი­ად ადეკ­ვა­ტუ­რად იქ­ცე­ო­დეს და სიმპტო­მე­ბი მხო­ლოდ სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­მო­უვ­ლინ­დეს. სწო­რედ ამი­ტომ ვურ­ჩევ დაკ­ბე­ნილ ადა­მი­ანს, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში გა­ი­ა­როს კონ­სულ­ტა­ცია რა­ბი­ო­ლოგ­თან.

- რო­დე­საც ადა­მი­ანს ცო­ფით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლი დაკ­ბენს, აცრა გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი შან­სია. თა­ვად ცხო­ველს თუ აქვს გა­დარ­ჩე­ნის ან მკურ­ნა­ლო­ბის რა­ი­მე პერ­სპექ­ტი­ვა?

- არა, თუ ცოფი უკვე გა­მოვ­ლინ­და, ეს პრო­ცე­სი მხო­ლოდ სიკ­ვდი­ლით მთავ­რდე­ბა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს ერთი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა: გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და ინ­ფექ­ცი­ის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ ისე მალე არ მოკ­ვდეს, რო­გორც ძაღ­ლი ან კატა. ამი­ტომ, რო­დე­საც საქ­მე გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლის ნაკ­ბენს ეხე­ბა, ადა­მი­ა­ნებს ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში უტარ­დე­ბათ აც­რის სრუ­ლი კურ­სი. ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი - ძაღ­ლი და კატა კი და­ა­ვა­დე­ბის კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლე­ნი­დან, ჩვე­უ­ლებ­რივ, ათ დღე­ში იღუ­პე­ბი­ან.... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად