გურამ თუშიშვილის იპონი - ნახევარფინალში ვართ!
ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილი იპონით ნახევარფინალში გადავიდა.
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო, დასკვნით საშეჯიბრო დღეს გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ტურნირის ფინალში იასპარეზებს. ილია სულამანიძე (-100 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
თუშიშვილმა მერვედფინალში ვიპროსელ გიანის ანტონიუსს სძლია, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მეოთხედფინალში თურქი იბრაჰიმ თათაროღლუ დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა.
გურამი ფინალში ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ილია სულამანიძეს, მან პირველ წრეში ჯერ ბრიტანელ ოლივერ ბარატს სძლია, შემდეგ რუმინელი ალექსანდრუ სიბისანიც დაამარცხა. სამწუხაროდ, ილია მეოთხედფინალში რუს ნიიაზ ბილალოვთან, დამატებით დროში დამარცხდა, რეპეშაჟში კი შვეიცარიელ დანიელ ეიხი დაამარცხა.
ინფორმაციისთვის, ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება.